ახალციხე „გემოფესტს“ მასპინძლობს

ახალციხე „გემოფესტს“ მასპინძლობს. რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გასტრონომიული ფესტივალი იმართება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფესტივალში 13 ადგილობრივი მეწარმეა წარმოდგენილი. მოწყობილია სამეწარმეო ბაზარი, აგრო ზონა, საბავშვო სივრცე და კვების ობიექტები. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ სამცხე-ჯავახეთის კულინარიულ ტრადიციებს, ასევე დააგემოვნონ იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მესხური კერძები. ფესტივალს მუსიკალურად ბენდი და დიჯეები გააფორმებენ.