მესხური ქადა, ტენილი ყველი, აპოხტის ხინკალი, იშვიათი ჯიშის ღვინოები და განსაკუთრებული ხალხმრავლობა – ახალციხე „გემოფესტს“ მასპინძლობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პოპულარულ პროექტზე, ადგილობრივმა მზარეულებმა საუკუნოვანი, მივიწყებული რეცეპტებით მომზადებული კერძები და მათი თანამედროვე ვარიაციები წარადგინეს.
გასტრონომიულ სივრცეებთან ერთად, ფესტივალის სტუმრებისთვის მუსიკალური პროგრამა და სხვადასხვა გასართობი აქტივობები მოეწყო. მასშტაბური ღონისძიების მთავარი მიზანი რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარება და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერაა.