ახალციხეში „გემოფესტი“ გრძელდება – გასტრონომიული ფესტივალი რაბათის ციხის მიმდებარედ იმართება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფესტივალში 13 ადგილობრივი მეწარმეა წარმოდგენილი. მოწყობილია სამეწარმეო ბაზარი, აგრო ზონა, საბავშვო სივრცე და კვების ობიექტები. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ სამცხე-ჯავახეთის კულინარიულ ტრადიციებს, ასევე დააგემოვნონ იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მესხური კერძები.
ნათია ქენქაძე იმყოფება ახალციხეში და ის პირდაპირ ეთერში გვიერთდება.