ახალაშენებულ ბინებზე ფასი საშუალოდ 7 %-ით შემცირდა - უძრავი ქონების ბაზრის 2017 წლის კვლევის შედეგები

ახალაშენებულ ბინებზე ფასი საშუალოდ 7 %-ით, ხოლო ძველ პროექტებზე 1%-ით შემცირდა, – ამის შესახებ უძრავი ქონების ბაზრის 2017 წლის კვლევის შედეგებშია ნათქვამი, რომელიც სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დაკვეთით ჩატარდა.

ამასთან, კვლევის შედეგების მიხედვით, თბილისში, კომერციულად აქტიურ ქუჩებზე – პეკინისა და აღმაშენებლის გამზირზე, შესაბამისად,  5% და 10%-ით ფასების შემცირება შეინიშნება, ხოლო რუსთაველზე 10%-იანი ზრდა ფიქსირდება.

კვლევა კოლიერს ინტერნეიშენალ საქართველომ” სამ ქალაქში  – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ჩაატარა და  სასტუმრო, საცალო, საოფისე, საცხოვრებელი, ინდუსტრიული და გასართობი უძრავი ქონების სექტორების მიმოხილვას მოიცავს.