ახალაიას სასამართლო პროცესი
ხელისუფლების დამხობის მოწოდებაში ბრალდებულმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ პროცესზე დღეს ისევ გაიმეორა ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება „საქართველოში არავინ არის გასამართლებული საკუთარ პროცესზე სიტყვის წარმოთქმისთვის, ეს საქმე პირველი იქნება, დასამხობია ივანიშვილის ხელისუფლება და გასასამართლებელია ყველა, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება“, – განაცხადა ახალაიამ დღევანდელ პროცესზე. მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელისუფლება დაემხოს, რადგან არჩევნებით ეს გამორიცხულია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე, ბაჩო ახალაიას 27 მარტს ბრალდება წარუდგინა. ბრალდება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.