ახალ წელს უკვე ზეიმობენ ახალ ზელანდიაში

2021 წლის დადგომას ზეიმობენ ამ წუთებში ახალ ზელანდიაში. ახალი წელი უკვე დადგა ტონგაში, სამოასა და შობის კუნძულზე. ავსტრალიაში ახალი წლის შემოსვლას რამდენიმე საათში აღნიშნავენ. ტრადიციულად, სიდნეიში 2021 წელს გრანდიოზული ფეიერვერკის შოუთი შეხვდებიან. ქვეყნის მთავრობამ მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა. ავსტრალიაში შეკრებისა და გადაადგილებებზე შეზღუდვებია დაწესებული. კოვიდ-19-ის გამო, მსოფლიო მოსახლეობა ახალ წელს განსხვავებულ რეალობაში ხვდება. ყველაზე ბოლოს ახალ, 2021 წელს ბეიკერისა და ჰოულენდის კუნძულებზე იზეიმებენ.