547 დევნილი ოჯახი ახალ ბინას მიიღებს. მათი დიდი ნაწილი თბილისში მდებარეობს, 38 ბინა კი გორშია. ახალაშენებულ და მშენებარე კორპუსებში საცხოვრებელი ფართების შესყიდვა კონკურსის წესით მოხდა. კომისიამ მენაშენეებისთვის სპეციალური კრიტერიუმები წინასწარ დაადგინა. მშენებლობების დასრულების საბოლოო ვადად 2020 წლის 30 ივნისია განსაზღვრული.
მენაშენეების პროგრამის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უკვე შეძენილი აქვს 800 ბინა თბილისში, 25 ხაშურში და 20 მარნეულში, რომლებიც დევნილ ოჯახებს ეტაპობრივად გადაეცემათ.