აკაკი ზოიძის ინიციატივა

გასახვევ თამბაქოზე შესაძლოა, აქციზის ფასი გაძვირდეს.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამის შესახებ რეკომენდაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა. აკაკი ზოიძის განმარტებით, ფასის მატების მიზანი, არა მეტი გადასახადის ხარჯზე ბიუჯეტის ზრდა, არამედ მოქალაქეების ჯანმრთელობაა.

დეპუტატის განმარტებით, გასახვევი თამბაქოს იმპორტი და გაყიდვა ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა.

ინიციატივით ზოიძემ მთავრობას უკვე მიმართა.