აკაკი ზოიძის გადაწყვეტილება

საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა.

ასეთ დაპირისპირებულ და პოლარიზებულ პოლიტიკაში ჩემს ადგილს ვერ ვხედავ, – აცხადებს აკაკი ზოიძე. ზოიძე ასევე ტოვებს პარლამენტს და ქართულ პოლიტიკასაც. პარლამენტში მას პარტია „ქართული ოცნების“ სიის შემდეგი წევრი პაატა გოგოზია ჩაანაცვლებს. აკაკი ზოიძეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში კიდევ ერთი თანამდებობა გახდა ვაკანტური.