აკაკი წერეთლის 180 წლის იუბილე – პოეტის ხმა ციფრულ მატარებელზე, როგორ შეიქმნა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი დოკუმენტური ფილმის ახალი ვერსია და რა უნიკალურ მასალას ინახავს ეროვნული არქივი

21:59, 19.06.2020

აკაკი წერეთლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ვირტუალურ სივრცეში გამოფენა მზადდება.

ეროვნულ არქივში დაცული უნიკალური ჩანაწერები და დოკუმენტები ციფრულ მატარებლებზე გადაიტანეს და ონლაინ-სივრცეში განათავსეს. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ისტორიულ ხელნაწერებს, პუბლიცისტურ წერილებს, ფოტო-მასალას და ჩანაწერებს, სადაც მწერლის ხმა ისმის.

გაციფრულებულ მასალებს შორისაა პოეტის მიმართვა ახალგაზრდობისადმი და რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის ამსახველი ფილმის განახლებული ვერსია.

დიდი ქართველი პოეტის იუბილე, მიმდინარე კვირის ბოლოს სრულდება.

მსგავსი