კინოთეატრ „ამირანში“ ქართველი რეჟისორის, აკაკი ფოფხაძის ფილმის „სისხლის სახელით“ ქართული პრემიერა გაიმართა. ფილმი ძირითადად ემიგრაციაზეა, სადაც ავტორი მაყურებელს ძალადობისა და შურისძიების მარცხის შესახებ მოუთხრობს.
სიუჟეტი ნიცის ქართულ დიასპორაში ვითარდება. რეჟისორი ამბობს, რომ სურდა, ეჩვენებინა ის, თუ რა იმალება პალმების, კაზინოებისა და პლაჟების მიღმა, ნიცის არაპრესტიჟული უბნების რეალობა – სიღარიბე და ტრაგედიები.
ფილმში ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი პერსონაჟი – დედაა. მიზეზი ფილმის რეჟისორის ცხოვრება და გარემოა, რომელშიც ის იზრდებოდა.
აღსანიშნავია, რომ ფილმის რეჟისორიც ემიგრანტია, რომელიც 13 წლის ასაკში ოჯახთან ერთად იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა და საფრანგეთში წასულიყო. ფილმის „სისხლის სახელით“ მსოფლიო პრემიერა ჯერ კიდევ 2024 წელს სან სებასტიანის ფესტივალზე შედგა.
აკაკი ფოფხაძეს ნამუშევრისთვის რივიერას კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდოც გადაეცა.