აკაკი ბობოხიძე „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა „ქართული ოცნება“ სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.

აკაკი ბობოხიძემ თერჯოლის ოფისში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, თითქოს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა დატოვეს პარტია და „ქართულ ოცნებაში“ გადავიდნენ.