აკაკი ბაქრაძის სახელობის კაბინეტი გაიხსნა

15:29, 25.10.2018

ეროვნული ბიბლიოთეკის მეექვსე კორპუსში აკაკი ბაქრაძის სახელობის კაბინეტი გაიხსნა.

გადაწყვეტილება მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის 90 წლის იუბილეს უკავშირდება.

ორგანიზატორების განცხადებით, აკაკი ბაქრაძის სახელობის კაბინეტში ეროვნული ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების განყოფილება იმუშავებს.

მსგავსი