აკაკი ბაქრაძე - 90

მისი ლექციების დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორიები გადაჭედილი იყო.

საბჭოთა ხელისუფლებამ სტუდენტებთან მისი შეხვედრები დროებით აკრძალა კიდეც. მისი ნაწერებით სწავლობდნენ თავისუფალ აზროვნებას. სამწერლობო მოღვაწეობასთან ერთად აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში, იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

დღეს აკაკი ბაქრაძის 90 წლის იუბილეა. ცნობილი მწერლის და პუბლიცისტის რვატომეული გარდაცვალებიდან შვიდი წლის შემდეგ გამოიცა.

შვილის დიდი სურვილია, რომ საზოგადოებისთვის მამის დღემდე უცნობი დღიურებიც ერთ კრებულად გამოიცეს და ახალი თაობა აკაკი ბაქრაძის მემკვიდრეობას უკეთ გაეცნოს.