აკა მორჩილაძე - „დაკარგული წიგნები“ - IV სერია

ახალციხის ფაშების სათათბირო ოთახში ალექსანდრე ფრონელის წიგნის იმ ფურცლებს გადავხედავთ, ოსმალოს საქართველოს მივიწყებულ მოამაგეებს რომ მოიხსენიებს: ამათ შორის კი მიხეილ მეფისაშვილს – აჭარის უსისხლოდ გამოხსნის საქმეში დიდი ღვაწლის მქონე კაცს, რომლის დაკრძალვაც კი ახალციხის საფაშოს ქართველთა მწარე ცხოვრების გამოხატულება იყო.

 

სტუდია „ეპოქა“ – „დაკარგული წიგნები“ – აკა მორჩილაძის საავტორო პროექტი

პროექტის მიზანია, იმ წიგნების გახსენება, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიისა და კულტურისათვის, მაგრამ უსამართლოდაა მივიწყებული და დაკარგული.

მესხეთი – დიდებული და განადგურებული, ბრწყინვალე და ცრემლის მომგვრელი, სიამაყისა და ტკივილის ერთდროულად გამღვიძებელი – იყო უდიდესი სიყვარული ალექსანდრე ყიფშიძისა, რომელიც ასზე მეტი წლის წინათ ფრონელის ფსევდონიმით აქვეყნებდა თავის წიგნებს.

„დიდებული მესხეთი“ არის ნარკვევებისა და ჩანაწერების თბილი, დამაფიქრებელი, წუხილითა და იმედით გაჯერებული კრებული. სწორედ ალექსანდრე ფრონელის საუკუნის წინანდელ მესხეთში გვამოგზაურებს აკა მორჩილაძე.

პროექტის ავტორები – აკა მორჩილაძე, ქეთევან სადღობელაშვილი; რეჟისორი – გიორგი ებრალიძე

დაკარგული წიგნები

ეპოქა

იონას საქართველო

თბილისის კართან

საქართველოს ისტორია