Ajet-ი, ანკარა – თბილისის მიმართულებით რეგულარული მიმოსვლას იწყებს

22:14, 25.08.2025

დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ajet-ი, ანკარა – თბილისი – ანკარას საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს იწყებს.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიარეისები სექტემბრის ბოლოდან, კვირაში ოთხჯერ, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მეზობელ ქვეყნებს შორის, ყველაზე აქტიური საჰაერო მიმოსვლა საქართველოს, სწორედ თურქეთთან აქვს.

მსგავსი