Airbnb-ის განცხადება

სახლებისა და ბინების ინტერნეტით გაქირავების სერვისი Airbnb-ი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მდებარე სახლებს ვებგვერდიდან წაშლის. ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია Airbnb-ის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

„სადაო ტერიტორიებთან მიმართებით კომპანიის გლობალური ჩარჩოს გათვალისწინებით, Airbnb-ი წუხილს გამოთქვამს, რადგან უძრავი ქონება, ანუ სახლები, არის დავის მთავარი საგანი „სამხრეთ ოსეთსა“ და აფზახეთში, ხოლო ჩვენს ვებგვერდზე მათი განთავსებით, შესაძლოა, დაძაბულობის ესკალაცია მოხდეს.

ამას გარდა,  Airbnb-იმ დაადგინა, რომ ამ ტერიტორიებზე მდებარე სახლების ვებგვერდზე დატოვება რეგიონში კიდევ უფრო დიდ კონფლიქტთან არის დაკავშირებული“ – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.