„აიდიეფაის“ კვლევა

2018 წელს, წინა წელთან შედარებით, მერიაში შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა გაზრდილია.

ინფორმაციას ორგანიზაცია „აიდიეფაი“ ავრცელებს. კონკრეტულად საუბარია დამატებით 77 ადამიანის დასაქმებაზე. სახელფასო ანაზღაურებაზე ბიუჯეტიდან გამოყოფილი ხარჯები კი 3.4 მილიონი ლარით არის გაზრდილი. „აიდიეფაის“ მონაცემებით, შემცირებულია შტატიანი თანამშრომლების რაოდენობა და სახელფასო ფონდი 4 მილიონი ლარით. ასევე 2018 წელს გაზრდილია თბილისის საკრებულოს შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობაც.

არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევას ეხმაურება დედაქალაქის მერი. კახა კალაძე აცხადებს, რომ მერიაში ცვლილებები აუცილებლობიდან გამომდინარე განხორციელდა.