„აიცერი, ვაქცინა გვიცავს“

საქართველოს პრეზიდენტი კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა. სალომე ზურაბიშვილმა ვაქცინა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გაიკეთა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია,  რათა დაცული იყოს საზოგადოება და ქვეყანა არსებული კრიზისიდან გამოვიდეს. შეგახსენებთ, რომ ქვეყანამ ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ შვედურ-ბრიტანული  პრეპარატით დაიწყო.  ვაქცინების პირველი პარტია – 43 200 დოზა საქართველომ 13 მარტს მიიღო, დამატებითი 86,400 დოზა კი, ქვეყანაში აპრილში უნდა ჩამოვიდეს.

მოამბე