აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია

15:06, 03.07.2026

ამ წუთებში ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, ღონისძიებას მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება, მათ შორის, სახელმწიფოს მეთაურები, პარლამენტის თავმჯდომარეები, საგარეო საქმეთა მინისტრები და მთავრობის სპეციალური წარმომადგენლები. თეირანში უკვე ჩავიდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ირანის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებსაც გეგმავს. ცერემონიაზე დასასწრებად თეირანში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილიც იმყოფება. მან უკვე გამართა შეხვედრა ირანელ კოლეგასთან, მასუდ ფეზეშქიანთან. დაკრძალვის ცერემონია რამდენიმე დღეს გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის შესახებ 28 თებერვალს გახდა ცნობილი. ის, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი შეტევის პირველივე დღეს დაიღუპა, როდესაც თეირანში მის რეზიდენციაზე თავდასხმა განხორციელდა. მისი დაკრძალვა საომარი მოქმედებების გამო გადაიდო.

მსგავსი