აჰმედ ალ-შარაა ვაშინგტონში ჩადის

18:26, 02.11.2025

სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას სირიის საკითხებში შტატების სპეციალური წარმომადგენელი ავრცელებს. ტომ ბარაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შტატებს იმედი აქვს, ვიზიტის ფარგლებში, „ისლამური სახელმწიფოს“ დასამარცხებლად, სირია, ამერიკის ხელმძღვანელობით კოალიციას შეუერთდება. ცნობისთვის, სირიის პრეზიდენტის რანგში ეს ალ-შარაას მეორე ვიზიტი იქნება შეერთებულ შტატებში. პირველად ის სექტემბერში, ნიუ იორკში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე იმყოფებოდა.

მსგავსი