აგვისტოს ომის საქმე - ჰააგის პროკურორი სამი პირის დაპატიმრებას ითხოვს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის ისტორიულ გადაწყვეტილებასთან ერთად, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთს წინააღმდეგ, ქართული მხარის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებად აფასებს. აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლოს მსგავსად, ჰააგის სასამართლოს პროკურორიც პირდაპირ აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. საქართველოს მთავრობა გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ჰააგის სასამართლოსთან, რათა საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ ყველა სხვა დანაშაულზე აღსრულდეს საერთაშორისო მართლმსაჯულება. უწყებაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, საქართველოს მოსახლეობის მიმართ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი მძიმე დარღვევები რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტული რეჟიმების მიერ.

აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლოს მოთხოვნას სამი პირის დაპატიმრების შესახებ პოლიტიკური სპექტრი ეხმაურება.