აგვისტოს ომის გმირების გახსენება ქუთაისში

აგვისტოს ომში დაღუპული გმირები დღეს ქუთაისში გაიხსენეს.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან ერთად, აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მემორიალთან გარდაცვლილი ჯარისკაცების ახლობლებიც იმყოფებოდნენ. ცხრავე ოჯახს, რომლებმაც ომში ოჯახის წევრები დაკარგეს, ქუთაისის მერიისგან 1000-1000 ლარი ჩაერიცხათ.

სასულიერო პირებმა, მემორიალთან გარდაცვლილთა მოსახსენიებლად, პანაშვიდი გადაიხადეს.