აგვისტოს ომი – საგამოძიებო კომისიის სხდომა

21:19, 28.03.2025

ყოფილი მინისტრები და სამხედრო მაღალჩინოსნები პარლამენტს ჩვენებებს აძლევენ.

ბოლო ორი დღის სხდომების მსგავსად, რეზონანსული აღმოჩნდა დღევანდელი მოსმენაც. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კითხვებს მამუკა ყურაშვილმა უპასუხა, რომელიც 2008 წლის ომის დროს სამშვიდობო ოპერაციების შტაბს ხელმძღვანელობდა.

შეიძლებოდა თუ არა 2008 წელს საომარი მოქმედებების თავიდან აცილება, როდიდან დაიძაბა რეგიონში ვითარება, რატომ არ მოხდა მოსახლეობის დროულად გაყვანა, როგორი კოორდინაცია იყო ხელისუფლების პირველ პირებთან და ომის გაზრდილი საფრთხეების ფონზე შემუშავდა თუ არა სათადარიგო გეგმა – ამ კითხვებს დღეს დაკითხული მოწმეების მხრიდან არაერთგვაროვანი პასუხები მოჰყვა. პარლამენტში მივიდა 2004-2006 წლებში სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა, რომელმაც წინა ხელისუფლება სამშვიდობო პროცესების ხელშეშლის და ვითარების ხელოვნურად გამწვავების მცდელობებში დაადანაშაულა. მწვავე აღმოჩნდა ირაკლი ბათიაშვილის გამოსვლაც, რომელიც 2006 წელს კოდორში პრეზიდენტის რწმუნებულის მიერ მოწყობილი ამბოხის ინტელექტუალური მხარდაჭერის ბრალდებით ციხეში აღმოჩნდა.

კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს სხდომაზე სიტუაცია რამდენჯერმე გამწვავდა.

მსგავსი