აგვისტოს ომი – საელჩოების გამოხმაურება
აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებებს ავრცელებენ საელჩოები. საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში წერს: „დღეს ჩვიდმეტი წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეჭრიდან. ეს არის დღე, როდესაც ვიხსენებთ ომის მსხვერპლს, იძულებით გადაადგილებულ პირებს და მათ, ვინც სიცოცხლე ბრძოლაში დაკარგა. ჩვენ ვხედავთ, როგორ სათუთად ინახავს მათი გმირობის ხსოვნას ქართველი ხალხი. სოლიდარობას გიცხადებთ და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.
აგვისტოს ომთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს ბრიტანეთის საელჩოც. ვიდეომიმართვაში საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეთ უორდი საუბრობს.