„ნაციონალურ მოძრაობაში“ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გაკეთდა განცხადება. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ომი 7 აგვისტოს, რუსეთის სამხედრო აგრესიით დაიწყო. მათი განცხადებით, ისტორიის გადაწერასა და საქართველოს დადანაშაულებას ცდილობს „ქართული ოცნება“. მმართველი გუნდის აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ თარიღით მანიპულირებს, რათა საკუთარი პასუხისმგებლობა დაფაროს.