აგვისტოს ომი - 12 წელი

12 წელი აგვისტოს ომიდან – ქვეყანა სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს იხსენებს. ქართული სოფლების მიმართულებით სროლა ჯერ კიდევ 2008 წლის ივლისში დაიწყო, სიტუაცია განსაკუთრებით 7 აგვისტოს გამწვავდა. დაიბომბა ნული, ავნევი, ფრისი, დვანი, რასაც გვიან ღამით საპასუხო ცეცხლის გახსნა მოჰყვა.

8 აგვისტოს დილით კი როკის გვირაბიდან ცხინვალის რეგიონში რუსეთის 58-ე არმიის კოლონა შემოვიდა. ქართულმა შენაერთებმა, რომლებმაც ცხინვალის ნაწილის დაკავება მოახერხეს, რუსული ავიაიერიშის შედეგად, უკან დაიხიეს. საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა კი მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით მოხერხდა.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, მემორიალი დღეს გვირგვინებით შეამკეს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. პატივის მისაგებად მივიდნენ მთავრობის წევრები და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები.

ვაკო ორმოცაძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში და საუბარს ის განაგრძობს.

დატოვე კომენტარი