ეროვნული ბიბლიოთეკაში აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი მემორიალური კედელი გაიხსნა

18:23, 11.08.2018

აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი მემორიალური კედელი გაიხსნა ეროვნული ბიბლიოთეკაში. ეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა” და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტია, რომლის ფარგლებშიც, ბიბლიოთეკის ფასადური კედელი აგვისტოს ომის თემატიკის არტნამუშევრით მოიხატა და მას „აგვისტოს კედელი“ დაერქვა. მასზე მხატვრის თვალით დანახული ომის სიმბოლოებია ასახული.

ნახატის იდეაზეც და შესრულებაზეც მხატვარმა გიორგი გაგოშიძემ იმუშავა.

 

მსგავსი