აგვისტოდან საქართველოში ჰაერის ხარისხი ევროპული სტანდარტებით შემოწმდება

პირველი აგვისტოდან საქართველოში ჰაერის ხარისხი ევროპული სტანდარტებით შემოწმდება. „მწვანე ეკონომიკა“ – ამ სახელწოდების სტრატეგია პრემიერმა წარადგინა. სუფთა ჰაერი, სუფთა წყალი, ჯანსაღი გარემო და საკვები – ასეთია დოკუმენტის მთავარი მიმართულებები. დაგეგმილ ღონისძიებებს შორისაა მწვანე სარეკრეაციო ზონების შექმნა, ტყეებზე ზრუნვა, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ძველი გაუმართავი ტრანსპორტის ჩანაცვლება, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების დანერგვა, საწვავის ხარისხის მკაცრი კონტროლი და ჰაერის ხარისხის დაცვის პროგრამების შექმნა.

პრემიერის განცხადებით, ქვეყანაში წახალისებული იქნება ისეთი პოლიტიკა, რომელიც სამუშაო ადგილებს შექმნის და მაღალი ღირებულების მქონე სექტორებს განავითარებს.