„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“

15:30, 27.07.2026

 სოფლის განვითარების სააგენტომ ქუთაისში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ წარადგინა. შეხვედრას იმერეთის მხარის ფერმერები, მეწარმეები, ადგილობრივი ხელისუფლების და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ისაუბრეს პროგრამის მიზნებზე, პირობებსა და თანადაფინანსების შესაძლებლობებზე. „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის განვითარებას, ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერას, აგრობიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის გაძლიერებას.

მსგავსი