აგროსექტორის მხარდაჭერის პროგრამა
აგროსექტორის მხარდასაჭერად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი სახელმწიფო პროგრამა წარადგინა. აღინიშნა, რომ მიზანია ერთიანი, ინტეგრირებული, გამჭვირვალე და შედეგებზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბება. ბენეფიციართა შერჩევა განხორციელდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით. დაინერგება თანამედროვე ინსტრუმენტები და მექანიზმები. ღონისძიება პრემიერმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გახსნეს. თანადაფინანსების პროგრამის გაუმჯობესდება, რაც ხელს შეუწყობს დარგის განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადაყვანას. პრემიერის თქმით, სწორედ სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამების შედეგია, რომ 2012 წლის შემდეგ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგდა და ორნახევარჯერ გაიზარდა აგროექსპორტი. პრეზენტაციის ფარგლებში ხაზი გაესვა, რომ აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამა აერთიანებს აგროწარმოების ყველა საკვანძო მიმართულებას.