აგროკონფერენცია AGRIFUTURE GEORGIA 2026
AGRIFUTURE GEORGIA 2026 – ყოველწლიური აგროკონფერენცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გახსნა. ლაშა დოლიძემ ყურადღება ქართულ აგროსექტორში საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავების, ინვესტიციების მოზიდვის, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ზრდის საკითხებზე გაამახვილა. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „გასაღების ბაზრები და ინოვაციები სოფლის მეურნეობაში“, რომელშიც წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საგამოფენო სივრცეში ადგილობრივ ფერმერებსა და აგრომეწარმეებს მსხვილ მწარმოებლებთან შეხვედრის, ახალი ტექნოლოგიებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების გაცნობის საშუალება მიეცათ.