აგროდაზღვევის პროგრამა

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ. დაზიანების შესახებ 700-ზე მეტი შეტყობინებაა შესული და ზარალი სრულად არის დათვლილი. სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი, შიდა ქართლის გუბერნიისა და სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ ალექსანდრე ვალიშვილს შეხვდა და სეტყვის შედეგად დაზიანებული ვაშლის, ატმისა და ქლიავის ბაღები დაათვალიერა.

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ქერეს მკვიდრს, ალექსანდრე ვალიშვილს სეტყვის შედეგად სამი ნაკვეთი დაუზიანდა და მოსავლის დიდი ნაწილი გაუნადგურდა. კომპანია „ალდაგი“ აღნიშნულ ბენეფიციარს 13, 609 ლარს აუნაზღაურებს.