შიდა ქართლში მცხოვრებ ფერმერებს, რომლებიც აგროდაზღვევით სარგებლობენ, სტიქიისაგან მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ. სადაზღვევო კომპანიების მხრიდან თანხა უკვე დათვლილია. გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთ-ერთ დაზარალებულს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ესტუმრა და სეტყვისაგან დაზიანებული ვაშლის ნაკვეთი დაათვალიერა.
სოფელ კარბის მკვიდრს, მოსავალი მთლიანად გაუნადგურდა. ის სადაზღვევო კომპანიისაგან 90 ათას ლარს მიიღებს.