აგროდაფინანსების სახელმწიფო პროგრამა
ახალი სახელმწიფო პროგრამა აგროსექტორის მხარდაჭერისთვის – გლობალური ლოგისტიკური და სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევებზე საპასუხოდ, მთავრობა აგროდაფინანსების პროგრამას ცვლის.
ახალი მიდგომით, ჩამოყალიბდება გამჭვირვალე და შედეგებზე ორიენტირებული სისტემა, რომელიც აგროწარმოების ყველა საკვანძო მიმართულებას ერთ სივრცეში გააერთიანებს და დაფინანსებული სფეროების მონიტორინგის შესაძლებლობას გააჩენს. რაც შეეხება, ბენეფიციართა შერჩევას, გაიწერება საერთო კრიტერიუმები, რომელიც დაფინანსების პროცესში არასამართლიან მიდგომას გამორიცხავს. ქართული აგროწარმოების მხარდაჭერასთან ერთად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქცენტს საბიუჯეტო თანხების ეფექტიან ხარჯვაზე აკეთებს.
რას უკავშირდება ცვლილებები და როგორ ხვდება სექტორი მთავრობის გადაწყვეტილებას – მარიამ ბერძენიშვილი დეტალებით.