აგროდაფინანსების სახელმწიფო პროგრამა
ხუთი თვე აგროდაფინანსების სრულად რეფორმირებული სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან – ვინ ისარგებლა მხარდაჭერის მექანიზმით და რა ცვლილებებია თანადაფინანსების პროგრამაში.
რეფორმის შედეგად სოფლის მეურნეობის ყველა სექტორის დაფინანსება ერთიან სისტემაში გაერთიანდა, სახელმწიფოს კი, გაცემული თანადაფინანსებით განხორციელებული პროექტების შემოწმების და შესრულების ხარისხი კონტროლის მანდატი მიენიჭა. მონიტორინგის მიზანი ბიუჯეტიდან გაცემული ფინანსური რესურსების მიზნობრიობის დადგენა და ექსპორტზე ორიენტირებული აგროსექტორის განვითარებაა. რამდენად შედეგიანია აგროდაფინანსების ახალი მოდელი და რა სახის აგრო პროექტების გასავითარებლად იყენებენ ფერმერები სახელმწიფო პროგრამას – მაკა არჩევნიშვილი დეტალებით.