აგროდაფინანსების ახალი პროგრამა

ამოქმედდა აგროდაფინანსების ახალი პროგრამა.

აგროსესხების საპროცენტო განაკვეთის ნაწილს, კერძოდ 9%-ს, სახელმწიფო დაფარავს. საუბარია ერთწლიანი კულტურების წარმოების მიზნით აღებულ სესხებზე. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ კლიმატური პირობების გაუარესების გარდა ფერმერებს საწვავი, სათესლე მასალები და სესხებიც გაუძვირდათ, სახელმწიფოსგან მიღებული დახმარება მათთვის არასაკმარისია. ფერმერებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.