აგრარული ბაზრების მონიტორინგი

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სასურსათო ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნილებიდან გამომდინარე, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს აქტიურად ახორციელებს.

სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფები დედაქალაქში არსებულ აგრარულ ბაზრებს ამოწმებენ. კონტროლდება როგორც ბაზრებში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ასევე მაღალი რისკის სურსათის – ხორცის და რძის ნაწარმის შენახვისა და რეალიზაციის პირობები.

სახელმწიფო კონტროლის შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები არ დაფიქსირებულა, თუმცა გამოვლინდა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ხორცის რეალიზაციის ორი და ვადაგასული ხორცის რეალიზაციის ერთი ფაქტი, რაზეც სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარა.