აგრარულ ბაზრებში უსაფრთხოების წესების დაცვაზე მონიტორინგი კიდევ უფრო აქტიურად მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტო, შრომისა და თბილისის მუნიციპალურ ინსპექციასთან და შემოსავლების სამსახურთან ერთად, სხვადასხვა ობიექტს ამოწმებს. პროცესი ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს.
აუცილებელია მომხმარებლის ნაკადის რეგულირება, დისტანციის დაცვა, თერმოსკრინინგი, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, შესაბამისი დამცავი საშუალებების, მათ შორის პირბადისა და ხელთათმანის გამოყენება. იმ ობიექტებში, სადაც დარღვევები გამოვლინდა, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა. ამასთან, მონიტორინგის პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზრებში სურსათის უვნებლობის მოთხოვნებსაც ამოწმებს.