აგლაძის ქუჩის მცხოვრებლებმა "ელიავას ბაზრობის" გადატანის მოთხოვნით აქცია გამართეს

აგლაძის ქუჩის მცხოვრებლებმა ე.წ. ელიავას ბაზრობის  გადატანის მოთხოვნით აქცია გამართეს. შეკრებილები თბილისის გენერალური გეგმის მიხედვით განსაზღვრული ცვლილებების დროულად განხორციელებას მოითხოვენ – კერძოდ, მოსახლეობას სურს, სავაჭრო ობიექტი ქალაქგარეთ გადაიტანონ და მის ადგილზე რეკრეაციული ზონა მოეწყოს.

აქციის მონაწილეები ეჭვობენ, რომ ბაზრობაზე არსებული მაღაზიების მფლობელები, დედაქალაქის მთავრობას ამ პუნქტების გენგეგმიდან ამოღებას სთხოვენ.

მოსახლეობა მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს და მოთხოვნების დაუყოვნებლივ შესრულებას ითხოვს.