Agile Spirit 2025 

18:30, 05.08.2025

Agile Spirit 2025 ფარგლებში, ვაზიანის მე-11 პოლიგონზე კულმინაციური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ჩატარდა.

კომბინირებულ სწავლებას თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის ძალების მეთაურთან და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გაერთიანებული შტაბის მეთაურთან ერთად დაესწრო. ვაზიანში იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის  წარმომადგენლები.

Agile Spirit საქართველოში მეთორმეტედ ტარდება. სწავლება მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ურთიერთთავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას.

მსგავსი