Agile Spirit 2021 - ქართულ-უკრაინული საველე სწავლება

Agile Spirit 2021 -ის ფარგლებში ქართულ-უკრაინული ერთობლივი საველე სწავლება გაიმართა. ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე, საქართველოს თავდაცვის ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ბატალიონისა და უკრაინის საზღვაო ქვეითების ცალკეული ბატალიონის სადესანტო მოიერიშე ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა, კონტრ-შეტევითი ოპერაცია განახორციელეს. იმიტირებული სცენარის მიხედვით,  ქართველი და უკრაინელი სამხედროების ამოცანა მოწინააღმდეგეზე კონტრშეტევა და განეიტრალება, სამედიცინო ევაკუაცია, ასევე უკან გამოსვლა და თავმოყრის რაიონის დაკავება იყო. სწავლებაში საინჟინრო, საარტილერიო, სატანკო და შეჯავშნული ქვეითთა საბრძოლო მანქანების კომპონენტები იყო ჩართული, მათ შორის   „დელტას“ მიერ წარმოებული ქართული ჯავშანტექნიკა – „დიდგორი მეომარი“ და „დიდგორი მედე-ვაკი“.