აღზრდის ძალადობრივი მეთოდები საქართველოში - „ახალ კვირაში“ 21:00-ზე

მოსწავლეთა მიმართ ძალადობის შესახებ სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშმა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში მოქმედი 109 სასწავლო დაწესებულება შეისწავლეს, გვიჩვენა, რომ სკოლებში ძალადობის განმახორციელებლები ყველაზე ხშირად სწორედ  მასწავლებლები არიან.

„ახალი კვირა“ თბილისსა და რეგიონში რამდენიმე სკოლას და ბაღს ესტუმრა და გაარკვია, რა მეთოდს იყენებენ მასწავლებლები და მშობლები ბავშვის დასასჯელად.

რეპორტაჟში ასევე ნახავთ, მასწავლებლების მხრიდან ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის ფაქტებს.

რას ყვებიან დაზარალებული ბავშვების მშობლები და აგებს თუ არა ვინმე პასუხს მსგავს ფაქტებზე.

აღზრდის ძალადობრივი მეთოდები ნახეთ სოფო ზედელაშვილის რეპორტაჟში 21:00 საათზე.

დატოვე კომენტარი