აღრიცხვიანობის ახალი სისტემა თბილისის ბაღებში

თბილისის ბაგა-ბაღებში აღრიცხვის სისტემა იცვლება. ინერგება აღსაზრდელების ელექტრონული ფორმით აღრიცხვა, რაც პერსონალის სამუშაო დროს დაზოგავს. აღრიცხვის პროცესს მოაწესრიგებს და სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხადასხვა პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს. მშობლებს სპეციალური ბარათები, იგივე საშვები ექნებათ, რომლითაც ბავშვების შეყვანა და გაყვანა აღირიცხება. მანამდე ელექტრონულ ფორმას სატესტო რეჟიმში დედაქალაქის ათ ბაღში იყენებდნენ.