აღრიცხვა ახალი მეთოდოლოგიით

საქართველოში დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ მონაცემები ახალი მეთოდოლოგიით დამუშავდება.

სტატისტიკის სამსახურის მიერ გატარებული ცვლილებებით, ახალი მეთოდოლოგიით დასაქმებულად, ჩაითვლება მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ სერვისს ან პროდუქტს ანუ საკუთარ შრომას ყიდის. ხოლო პირი, რომელიც საკუთარ ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული და მიღებულ მოსავალს მხოლოდ თავად მოიხმარს, დასაქმებულად აღარ ჩაითვლება.

სპეციალისტების ვარაუდით, ახალი მეთოდოლოგია უმუშევრობის მაჩვენებელს მკვეთრად შეცვლის, თუმცა დასაქმების მხრივ რეალობას  დღეს არსებულ სტატისტიკაზე მეტად ასახავს.

მარიამ ბერძენიშვილი დეტალებით.