აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი  

საქართველოს პრემიერმინისტრი დღეს ბრიუსელში იმ ქვეყნის პრემიერს შეხვდა, რომელთან ურთიერთობის გარკვევა  ევროკავშირისთვის მთავარი გამოწვევაა. გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურს, ტერეზა მეის ესაუბრა. შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში შედგა. ქართული დელეგაცია ბრიუსელიდან ახალი გზავნილით და ოცი დავალებით ბრუნდება. სამიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულია დეკლარაცია, რომელსაც საქართველო განსაკუთრებული ინტერესით ელოდა. დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირსა და მის აღმოსავლელ პარტნიორებს შორის თანამშრომლობა უნდა გაღრმავდეს. ახალ ეტაპზე გადასასვლელად კი ვადა 2020 წლამდეა დათქმული.

ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში გამართულ სამიტსა და შეხვედრებს ქეთი ქარდავა აშუქებს.