აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - მთავარი გზავნილები

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი – მთავარი გზავნილები და გადაწყვეტილებები. ევროკავშირი მიესალმება საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულებების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცეების სრულ ამოქმედებას. ღია მმართველობის პარტნიორობის გაძლიერება და კიდევ უფრო ამბიციური დღის წესრიგი, რომელიც პარტნიორებს აღდგენისა და რეფორმების ერთობლივ სამუშაოებში დაეხმარება. კანონის უზენაესობა, ფუნდამენტური უფლებები, დემოკრატიული პრინციპები, – ეს არის ფასეულობები, რომლითაც ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობს.