„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საიუბილეო მინისტერიალი

საქართველო ბრიუსელში ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მოწინავე ქვეყნად დაასახელეს.

პროგრამის შექმნიდან 10 წლისთავზე, ექვსივე ქვეყანა ბელგიის დედაქალაქში საკუთარი მიღწევების შესაფასებლად შეიკრიბა. ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი – საქართველოს პრემიერმა ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ ქვეყანა მეტს იმსახურებს და მას მეტის მიღწევის სურვილი აქვს. ქართული მხარე ახლა იმედს ახალ დოკუმენტზე ამყარებს – ეს არის „საქართველოს საგზაო რუქა ევროკავშირისკენ“, რომელიც ევროპის ქვეყნებთან სექტორული თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

მეტი ძალისხმევისთვის საქართველომ მეტი სარგებელიც რომ უნდა მიიღოს, ამას დღეს ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანაც დაეთანხმა. საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ქვეყნებიდან, ევროკავშირის წევრი ყველაზე ადრე გახდება – ეს არის მთავარი დაპირება, რომელიც ქართულმა დელეგაციამ ბრიუსელში მიიღო.

ანა ბროლაძე გვეტყვის, როგორ ჩაიარა საიუბილეო მინისტერიალმა და მაღალი დონის კონფერენციამ ბრიუსელში.