„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალი

18:09, 12.12.2022

ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაზე საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართა. მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილება, ევროკავშირი პარტნიორების მხარდასაჭერად 17 მილიარდ ევროს გამოყოფს. ცნობილია კონკრეტული პროექტებიც, რაშიც ეს თანხა დაიხარჯება. მათ შორის არის საქართველო-ევროკავშირის დამაკავშირებელი ელექტროსადენის გაყვანა შავ ზღვაში. პროექტის საერთო ღირებულება ორი მილიარდ სამასი მილიონი ევროა. მინისტერიალის შედეგები მედიასთან უკვე შეაჯამა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბრიუსელში ანა ბროლაძე მუშაობს.

მსგავსი