აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი

გადამწყვეტი მნიშვნელობის შეხვედრები ბრიუსელში.

ევროპული საბჭოს სამიტამდე სამი დღით ადრე საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას პერსპექტივას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ. პირველი დიპლომატების საბჭოს სხდომის პარალელურად ტარდება აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი. მიიღებს თუ არა 14-15 დეკემბერს საქართველო ევროკავშირის კანდიდატის წევრობის კანდიდატის სტატუსს: ევროპელი მინისტრების წინასწარი განწყობები პოზიტიურია. რეფორმების გაგრძელებისკენ მოწოდების ფონზე მიუთითებენ უკვე მიღწეულ პროგრესზეც. გზავნილია, რომ ევროკავშირს გაფართოება გასაძლიერებლად სჭირდება. მინისტერიალის მონაწილეები თანხმდებიან იმაზეც, რომ საქართველოს და ხუთი ქვეყნის მონაწილეობით წლების წინ შექმნილ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას ახალი ფორმა და სამოქმედო გეგმა ესაჭიროება. თუმცა, დილემაა უნგრეთის პოზიციის სახით. ევროპელი ლიდერები კონსენსუსის მიღწევას ცდილობენ უნგრეთთან, რომელიც უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგია.

რა გადაწყვეტილებას უნდა ელოდოს ევროპული საბჭოსგან საქართველო 14-15 დეკემბერს, – სალომე ქოქიაშვილი ბრიუსელიდან.